ყურადღება!!! გერმანიაში სტაჟირების კონკურსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის!
2020-01-30
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების (V – XII კლ.) შესარჩევ კონკურსს გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ქ. ფრანკფურტი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ქართული ენისა და ლიტერატურის (V – XII კლ.) 10 პედაგოგი აჭარის...