მოდული - „მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“ დასრულდა

აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენინგ-მოდულის : „მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“ ჩატარება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებისათვის.
ამ მოდულის გავლის შემდეგ მონაწილეები: 
• გაიაზრებენ სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის ფუნქცია-მოვალეობებს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების პროცესში; • გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის სტრუქტურას, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა იყოს ასახული მასწავლებლის პორტფოლიოში სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების დასადასტურებლად; • გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების წესს, პროცედურებსა და შეფასების კრიტერიუმებს; • გაიაზრებენ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში და გაეცნობიან იმ რესურსის ტიპებს, რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში; • გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკას; • შეძლებენ შეაფასონ მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე.
ტრენინგები მიმდინარეობდა ბათუმის მასწავლებლის სახლში და პარალელურად აჭარის მუნიციპალიტეტებში: ქობულეთის №6 საჯარო სკოლა, დაბა ქედის საჯარო სკოლა, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, ხულოს ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა.
ტრენინგებს ატარებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები: თ. კვარაცხელია, ა. ლორია, ნ. ფხალაძე, ნ.თავდგირიძე, თ. გიორგაძე, რ. შავაძე, მ. გორგოშიძე, მ. მამისეიშვილი, თ. კვაჭაძე, ნ. იმედაიშვილი, კ. ჩაკვეტაძე, ხ. ტოტოჩავა, ნ. ვაშალომიძე, გ. პაქსაძე. 
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ადგილზე და აჭარის მუნიციპალიტეტებში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.
რაც შეეხება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის კიდევ ორ მოდულს: 
• სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება
• პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება, 
მათი ჩატარება იგეგმება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.