შეხვედრა CERN-ის მეცნიერ-თანამშრომელთან

 
2016 წლის 1 აგვისტოს  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს (ბათუმის მასწავლებლის სახლს)  ეწვია შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრის (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  მეცნიერ-თანამშრომელი, ცნობილი ქართველი ფიზიკოსი - ალექსი მესტვირიშვილი.
შეხვედრაში  მონაწილეობდნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე, მინდია ნაკაშიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის იურისტი.
შეხვედრის დროს  განიხილეს აჭარის ფიზიკის მასწავლებლების  CERN-ში ერთკვირიანი  სტაჟირების დეტალები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.
მიმდინარე წლის ივნისში ბათუმის მასწავლებლის სახლმა გამოაცხადა  ფიზიკის მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი  ქ. ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.  
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) წარმატებით გადალახა სამმა კანდიდატმა.
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიანი სტაჟირება მიმდინარე წლის 11-18 სექტემბერს განხორციელდება.