იორდანიის ვიცე-პრემიერის ვიზიტი

2016 წლის 5 აგვიტოს მასწავლებლის სახლის რეგიონში ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ბათუმის მასწავლებლის სახლს იორდანიის განათლების მინისტრი/ვიცე-პრემიერი მოჰამად თნეიბათი ეწვია. ბათუმის მასწავლებელთა სახლის საქმიანობა იორდანიის განათლების მინისტრს აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ გააცნო.
მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დელეგაციას ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - სულიკო თებიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი მაჩაბელი, დირექტორის მოადგილე - მანანა რატიანი, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ნატალია მგელაძე, საერთაშორისო კონსულტანტი - ალექსანდრუ კრისანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პროექტის და იუნესკოს წარმომადგენელი ამანში - სუმაია აბუჰამდი.
ეროვნულ ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ბათუმის მასწავლებელთა სახლში ტარდება ტრენინგები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში, ინკლუზიურ განათლებაში და სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის. 
ასევე განხორციელდა პროფესიული განვითარების ტრენინგები სქემაში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისთვის და სკოლის შედა შეფასების ჯგუფებისთვის. 
გარდა ტრენინგებისა აქ სხვადასხვა აქტივობები ტარდება: ვორქშოფები, მასტერ-კლასები, სახელმძღვანელოების პრეზენტაციები, კონფერენციები.
ტრენინგები მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში: ხულო, შუახევი, ქედა, ქობულეთი. ჯგუფების დაკომპლექტება ხდება როგორც პედაგოგების მიერ ადრე შემოტანილი განაცხადების საფუძველზე, ასევე on-line.
აჭარის ა.რ. ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში 7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. აჭარის განათლების ფონდში ერთდროულად 150-მდე პედაგოგის გადამზადებაა შესაძლებელი.