სქემის დანერგვის II ტრენინგ-მოდული დასრულდა

2016 წლის 18 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ მე-2 მოდული: „სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება“ სქემაში ჩართული აჭარის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებისათვის.
ტრენინგები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ბათუმის მასწავლებლის სახლში, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტებში.
მოდული „სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება“ გაირა აჭარის სკოლების 2 300-ზე მეტმა სკოლის შეფასების ჯგუფის წევრმა.
ამ მოდულის შედეგად მონაწილეები: გაეცვნენ 4 ტიპის სამოდელო გაკვეთილს, მათ ძირითად მახასიათებლებს; გააცნობიერეს სამოდელო გაკვეთილის მნიშვნელობა; გაეცვნენ სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვის პრინციპებს; შეძლებენ სხვადასხვა ტიპის სამოდელო გაკვეთილის გეგმის კორექტირებასა და შეფასებას; გაეცვნენ სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკას და შემდგომ შეძლებენ მის გამოყენებას; გაიაზრეს, რას ნიშნავს კონსტრუქციული უკუკავშირი და როგორ უნდა გამოიყენონ იგი გაკვეთილის შეფასებისას; გაეცვნენ სამოდელო გაკვეთილზე დაკვირვების პროცესს და შეფასების ჯგუფის ქცევის ნორმებს.
სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებისათვის ტრენინგებს ატარებენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები.
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტებში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.