სქემის ხელშეწყობის ტრენინგების III ეტაპი

2016 წლის 17 სექტემბერს დაბა ქედის საჯარო სკოლაში ბათუმის მასწავლებლის სახლმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაიწყო „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის“ მესამე ეტაპი.
ამ ეტაპზე ჩატარდება მე-3 მოდული: „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“, 
რომლის გავლის შემდეგ მსმენელები:
• გაიაზრებენ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის არსსა და მნიშვნელობას;
• გაეცნობიან პედაგოგიური კვლევის ეტაპებს, იმსჯელებენ თითოეული ეტაპის
მნიშვნელობაზე და მისი სწორად წარმართვის გზებზე;
• გაეცნობიან მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, იმსჯელებენ
მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე;
• გააცნობიერებენ კვლევის ეთიკის დაცვის აუცილებლობას კვლევის პროცესში;
• გაეცნობიან ზოგად პრინციპებს, თუ როგორ უნდა გაფორმდეს
პრაქტიკის/სამოქმედო კვლევის ანგარიში;
• გაეცნობიან და გააანალიზებენ პრაქტიკის კვლევის შეფასების კრიტერიუმებსა
და რუბრიკას;
• პრაქტიკის კვლევის შეფასების სტანდარტიზებულ რუბრიკებზე დაყრდნობით
შეძლებენ კვლევის ანგარიშის შეფასებას და განმავითარებელი
რეკომენდაციების გაცემას.
სქემაში ჩართული ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა შეფასების ჯგუფის წევრებისათვის მესამე მოდულის ტრენინგებს ჩაატარებენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ტრენერები: თ. კვარაცხელია, ქ. პაპავა-ლობჟანიძე, ნ. ფხალაძე, ლ. თავდგირიძე, ნ. ვაშალომიძე.
ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.