ქობულეთის მასწავლებელთა კონფერენცია „ტელესკოპი

2016 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქობულეთის რესურსცენტრმა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების მიმარულებით ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია „ტელესკოპი“ . კონფერენცია სიტყვით გახსნა ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა - მადონა გოგიტიძემ. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი - სულხან ნიჟარაძე, პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების ქობულეთის რაიონული ორგანოს თავმჯდომარე - გელა ლაზიშვილი და ქობულეთის მუზეუმის დირექტორი - რეზო ტაკიძე. კონფერენციის მიზანი იყო სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის ხელშეწყობა, სწავლების მეთოდოლოგიური გამოცდილების გაზიარებას და ახალი უნარების წახალისება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 15 მასწავლებელმა. მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებებში ყურადღება გამახვილებული იყო შესაბამისი საგნის სწავლა- სწავლების თანამედროვე მეთოდებზე. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები შეაფასა კომპეტენტურმა კომისიამ - აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო მიმართულების ტრენერებმა: ნუკრი კობახიძემ, თალიკო ჯაყელმა და ნანა ვარდმანიძემ. გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორები სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვნდენ: - „ტექსტის ვიზუალიზაცია ცხრილის საშუალებით“ - დოდო კიკვიძე, სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; - „ელექტრონული რესურსი მათემატიკაში მოტივაციის ასამაღლებლად“ - ნინო გორგილაძე, შპს „ელიტსქულის“ მათემატიკის მასწავლებელი; - „პროექტ გაკვეთილის როლი ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში“ - ნანი ჩელებაძე , სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. კონფერენციაზე გამოსულ ყველა მომხსენებელს მონაწილის სერტიფიკატი გადაეცა. აგრეთვე პედაგოგთა და მეცნიერთა პროფესიული კავშირების ქობულეთის რაიონულმა ორგანომ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 საუკეთესო პედაგოგი.