აჭარის პედაგოგთა III რეგიონული კონფერენცია

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი 2016 წლის 23-25 დეკემბერს მართავს აჭარის პედაგოგთა III რეგიონულ კონფერენციას: „სწავლების საუკეთესო პრაქტიკა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები”.
 
კონფერენციის მიზანია: 
მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება; 
სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის აცილების  სწავლების გამოცდილების გაზიარება;
განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება/პოპულარიზაცია  განათლების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
 
 
კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
2011-2016 წ.წ. ეროვნული სასწავლო გეგმით (მოქმედი რედაქცია)  განსაზღვრული საგნობრივი პროგრამები. 
ბუნებრივი კატასტროფების რისკის აცილების  სწავლების გამოცდილება;
ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;
განათლების მართვის აქტუალური საკითხები;
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
სქემაში ჩართულ  აჭარის  საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სხვადასხვა საგნის მოქმედ მასწავლებლებს; სკოლის სპეც.მასწავლებლებს; სკოლის ადმინისტრაციის  და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს. 
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული მაგალითები, ასევე გააუმჯობესონ არსებული პრაქტიკა.
კონფერენციის  მონაწილეებს გადაეცემათ  სერტიფიკატები, რომლის საფუძველზეც მოხდება სკოლის შიდა  შეფასების ჯგუფის მიერ შესაბამისი კრედიტ-ქულის მინიჭება.
საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის  მიერ 2015-2016 სასწავლო წელს სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობა/აქტივობებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართებზე  უნდა გამოგზავნონ  მოხსენებები მოთხოვნილი ფორმატის შესაბამისად მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით.
 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს....