ხელვაჩაურის სკოლების პერსონალის პროფ.განვითარების ტრენინგები

მიმდინარე წლის 5-6 ნოემბერს და 12-13 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში/ბათუმი მასწავლებლის სახლში წარმატებით ჩატარდა სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები ხელვაჩაურის საჯარო სკოლების საქმისმწარმოებლებისათვის და ბიბლიოთეკარებისათვის. საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 3 მოდული: • სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 სთ. • მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება - 4 სთ. • ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი - 4 სთ. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები - შუშანა სურმანიძე და მარიზა აბაშიძე. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 2 მოდული: • ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან - 8 სთ. • საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა - 4 სთ. ტრენინგებს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ხათუნა ღაღანიძე. ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე. აჭარის არ საჯარო და კერძო სკოლების პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.