ხელვაჩაურის პედაგოგთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია

2016 წლის 24 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სოფელ სალიბაურის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის რესურს ცენტრის მეორე მუნიციპალური კონფერენცია “ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგთა 25 მოხსენება. კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ. პედაგოგებს ასევე მიესალმა ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე. სექციური მუშაობა ორი მიმართულებით წარიმართა: - ჰუმანიტარული სექცია (ქართული ენა და ლიტერატურა; ისტორია) - 11 მოხსენება; - საბუნებისმეტყველო/ტექნიკური (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) – 14 მოხსენება. მოწვეული ექსპერტის სტატუსით კონფერენციას ესწრებოდნენ და წარმოდგენილი მოხსენებების განხილვაში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნუკრი კობახიძე (ქიმია), ხათუნა ტოტოჩავა (ბიოლოგია), ეკატერინე თურმანიძე (მათემატიკა), რუსუდან ნადარეიშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა), ნიკოლოზ იმედაიშვილი (ისტორია). წარმოდგენილი მოხსნებების უმრავლესობას საინტერესო დისკუსია მოყვა და კარგი შეფასებები დაიმსახურა. კონფერენციის მონაწილეებს ორი ტიპის სერტიფიკატი გადაეცათ: მომხსენებლის და მსმენელის.