კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები დასრულდა

2016 წლის 11 დეკემბერს ბათუმის სამ სკოლაში ( N2, N8, N17) დასრულდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით განხორციელებული ახალი ტრენინგ-კურსი: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით". უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს გაეცნენ. ტრენინგის თემატიკა იყო: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაცია სკოლებმა იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთეს. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: ლუიზა რევიშვილი/ხათუნა ლორთქიფანიძე; შორენა დოლიძე/მზია სალაძე; ნინო ტავლალაშვილი. სწავლების ბოლო დღეს პროცესს აკვირდებოდნენ აჭარის არ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და ავთანდილ ცეცხლაძე. ისინი გაესაუბრენენ პედაგოგებს, გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება; მისცეს საჭირო რჩევები ევაკუაციასთან და ცეცხლმაქრების გამოყენებასთან დაკავშირებით. სკოლებში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების პერიოდში მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.