სერტიფიკატების გადაცემა ქედის სკოლების პერსონალისათვის

განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაა. ადმინისტრაციული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებით ხელს შევუწყობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ აჭარაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პერსონალის პროფესიულ განვითარებას. გასაძლიერებელია სკოლის ბიბლიოთეკარის როლი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საქმეში; ასევე გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებელის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები.ამ მიზნით ბათუმის განათლების ფონდი/მასწავლებელთა სახლი ახორციელებს სკოლის ბიბლიოთეკარებისა და საქმისმწარმოებლების გადამზადებას. 2017 წლის 23 იანვარს ქედის საჯარო სკოლების იმ საქმისმწარმობლებსა და ბიბლიოთეკარებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსები. კურსის წარმატებით დასრულებისათვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ სერტიფიკატები ქედის საჯარო სკოლების 11 საქმისმწარმოებელსა და 15 ბიბლიოთეკარს გადასცეს. ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა. საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 3 მოდული: • სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება) - 8 სთ. • მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება - 4 სთ. • ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი - 4 სთ. საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს 2 მოდული: • ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან - 8 სთ. • საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა - 4 სთ. შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე და ქედის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი.