კატასტროფების რისკის შემცირების სწავლების ტრენინგები ქობულეთში

2017 წლის 11 თებერვალს აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა ქობულეთის სამ საჯარო სკოლაში დაიწყო ტრენინგ-კურსი: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით". ტრენინგი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალიზებული სკოლების მასწავლებელთა და სპეციალურ მასწავლებელთათვის. ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა 21 საკონტაქტო საათი და 5 დამოუკიდებელი მუშაობის საათია. სულ 26 საათი, რაც წარმოადგენს 1 კრედიტ-ქულას. ხანგრძლივობა გულისხმობს 5-დან 5 ½ საათიან სამუშაო დღეს. ტრენინგის პირველი ორი დღის შემდეგ საჭიროა რამდენიმე დღიანი შუალედი, რათა მონაწილე მასწავლებელს ჰქონდეს დრო ტრენინგის დავალების სკოლაში/კლასში შესასრულებლად. ტრენინგებს წყვილებში ატარებენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი/შორენა დოლიძე (ბობოყვათის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი/ხათუნა ლორთქიფანიძე (ციხისძირის საჯარო სკოლა), თამარ გოგიშვილი/მზია სალაძე/ (ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლა). ქობულეთის სკოლებში ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.