შუახევის საჯარო სკოლების საქმისმწარმოებელთა ტრენინგი

მიმდინარე წლის 1-2 და 8-9 აპრილს დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმი მასწავლებლის სახლის) ეგიდით მიმდინარეობდა შუახევის საჯარო სკოლების საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ოთხდღიანი ტრენინგი. მსმენელებმა მოისმინეს სამი მოდული: 1. „სკოლის საქმისწარმოება“ - კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება. განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. ხანგრძლივობა - 8 საათი. 2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“. განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. ხანგრძლივობა - 4 საათი. 3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“. განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა. ხანგრძლივობა - 4 საათი. მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი სერტიფიკატს მიღებენ. ტრენინგებს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლიკა მკურნალიძე და ხათუნა ლორთქიფანიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.