საკონსულტაციო შეხვედრა ტრენერებთან ბათუმის მასწავლებლის სახლში

2017 წლის 8 აპრილს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კონსულტაცია ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის საქმიანობის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მენეჯერმა - ირინა სამსონიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები.