ექსპერტთა მასტერ-კლასები ბათუმის მასწავლებლის სახლში

წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული დიალოგისათვის ბათუმის მასწავლებლის სახლში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. მათ შორის არის მასტერ - კლასი. მასტერ - კლასები პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აპრობირებული აქტივობაა განათლების სისტემის მსოფლიო პრაქტიკაში. ის ცოდნისა და უნარების გადაცემის ეფექტური ფორმა, რომლის მთავარი ღერძი არის გარკვეული შინაარსის ათვისების ორიგინალური მეთოდების დემონისტრირება ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობით. მასტერ კლასის ავტორი და წამყვანი არის პედაგოგიური სფეროს მაღალკვალიფიციური მუშაკი, რომელსაც გააჩნია მუშაობის ინოვაციური გამოცდილება, ფლობს პედაგოგიური საქმიანობის ინდივიდუალურ სტილს და მაღალი მიღწევები აქვს თავის პროფესიულ საქმიანობაში. უკვე მეორე წელია ბათუმის მასწავლებლის სახლში მასტერ-კლასებს ატარებენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები. 22-23 აპრილს ბათუმის მასწავლებლის სახლში ქიმიასა ბიოლოგიაში მასტერ-კლასები ჩაატარეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა ნათია არაბულმა და მაია ზიბზიბაძემ. ქიმიის მასტერკლასის ფარგლებში განიხილეს ქიმიური ბმის ელექტრონული და კვანტურ-მექანიკური თეორიები. აღნიშნული თემის შერჩევა განაპირობა საკითხის აქტუალობამ და იმ გარემოებამ, რომ ეს თემა ნაკლებად არის გაშუქებული ლიტერატურაში. ბიოლოგიის მასტერ კლაზე მასწავლებლები გაეცვნენ ბიოლოგიის კვლევაზე დაფუძნებული სწავლების კონკრეტულ გზებს, მეთოდებს; კვლევითი სამუშაოების ნიმუშებს/მაგალითებს, დაგეგმეს და შეაფასეს პრაქტიკული და ლაბორატორიულ სამუშაოები. მასტერკლასები წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მათ დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, ისინი გაეცვნენ რამდენიმე საინტერესო ელექტრონულ რესურსს. საკითხის ასეთ ჭრილში განხილვა ხელს შეუწყობს სისტემური აზროვნების განვითარებას და საკითხის სიღრმისეულ ანალიზს. მასტერ-კლასის ხანგრძლივობა არის 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განისაზღვრა 25-25 მსმენელით. სულ 2017 წლის აპრილ-ივნისში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ მიმართულებებში იგეგმება 26 მასტერ-კლასის ჩატარება. მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.