მასტერ-კლასები ფიზიკისა და სპორტის პედაგოგებისათვის

2017 წლის 6-7 მაისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები ფიზიკისა და სპორტის პედაგოგებისათვის. მასტერ-კლასები ჩაატარეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა ქეთევან ქობალიამ და ნუგზარ მოსულიშვილმა. მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ერთ-ერთი ამოცანა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სტიმულირებაა. პროფესიული განვითარებისაკენ მიმართული აქტივობები განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როცა ისინი ეფუძნება მასწავლებელთა კონკრეტულ პროფესიულ და საგნობრივ საჭიროებებს მოცემულ მომენტში. სპორტის პედაგოგთა მასტერკლასის - „„თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები სპორტის გაკვეთილებზე“ მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დაგეგმვის ხელშეწყობა/მხარდაჭერა მათივე საჭიროებების (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული) გათვალისწინებით. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა პედაგოგთა სხვადასხვა საჭიროება, რომელთა გათვალისწინებით დაიგეგმა მასტერკლასს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისათვის. მონაწილეები გაეცვნენ თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს სპორტის გაკვეთილზე. ფიზიკის პედაგოგთა მასტერკლასზე - „სასკოლო ექსპერიმენტები ფიზიკაში“ წარმოდგენილი იყო შემდეგი თემატიკა: მარტივი, სასკოლო ექსპერიმენტები ფიზიკაში; მონაცემთა დამუშავების საფუძვლები; თანამედროვე ტექნოლოგიებით ფიზიკის სწავლება; რეალური ექსპერიმენტების ალტერნატივა (სიმულაციები, ანიმაციები); გრაფიკული და სხვადასხვა პროგრამების დახმარებით, პრეზენტაციის აწყობა ექსპერიმენტის სადემონსტრაციოდ. მონაწილეები გაეცვნენნ ფიზიკის, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლების პროცესში ექსპერიმენტის ჩართვის მნიშვნელობას, რაც ჩვეულებრივ ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებით ხორციელდება. მასტერკლასები წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, მონაწილეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროცესში. მათ დაურიგდათ სამუშაო ფურცლები. მასტერ-კლასის ხანგრძლივობა არის 4 საათი. ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა - 25 მსმენელით. მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები: თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.