კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგები ხულოში

2017 წლის 6-7 და 13-14 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში (ქედლებისა და ოქრუაშვილების) დასრულდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით განხორციელებული ოთხდღიანი ტრენინგ-კურსი: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით". უსაფრთხო სკოლის კონცეფციის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის თემატიკა იყო: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: ლუიზა რევიშვილი/ხათუნა ლორთქიფანიძე (ქედლების საჯარო სკოლა); ნინო ტავლალაშვილი/მზია სალაძე (ოქრუაშვილების საჯარო სკოლა). ტრენინგების პერიოდში მონიტორინგს ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.