საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი ტრენინგ-კურსები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში. ასევე დაგეგმილია მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი საგამოცდო ტრენინგ- მოდულის ჩატარება. ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - სულიკო თებიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ასევე ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნობრივი მიმართულების ტრენინგებზე. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპზე დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: ბათუმი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII – XII კლ.) - ტრენ, მ. ძაძამია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში - ტრენ, დ. აბურჯანია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სახვით ხელოვნებაში - ტრენ, ხ.ლომაძე; ქობულეთი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (I – VI კლ.) - ტრენ, ე. თურმანიძე; ქედა: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქართულ ენაში (I – VI კლ.) - ტრენ, ხ. ღაღანიძე; შუახევი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ბიოლოგიაში - ტრენ, ნ. ვარდმანიძე; ხულო: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ისტორიაში - ტრენ, კ.ჩაკვეტაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სპორტში - ტრენ, გ. კერესელიძე. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.