მასტერ-კლასები ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგებისათვის

2017 წლის 10-11 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა მასტერ კლასები მასტერ-კლასი ფიზიკასა და მათემატიკაში. მასტერ-კლასი გამიზნული იყო საბაზო და საშუალო საფეხურის (წამყვანი, უფროსი და პრაქტიკოსი) მასწავლებლებისათვის. ფიზიკის მასტერკლასი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ექსპერტმა ზურაბ ბერიამ. მასტერ-კლასზე მსმენელები გაეცვნენ აქტიური სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფიზიკაში, გაიღრმავეს ცოდნა როგორც მეთოდოლოგიური, ასევე საგნობრივი მიმართულებით იმ საკითხებში, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების ანალიზის მიხედვით ყველაზე პრობლემურია ფიზიკის პედაგოგებისთვის. მონაწილე პედაგოგებმა მოსწავლის როლში გამოცადეს კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ასპექტები, ამოცანებით სწავლების ხერხები, პრაქტიკით სწავლების უპირატესობები. მათემატიკის მასტერკლასი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ექსპერტმა ზაქარია გიუნაშვილმა. მასტერ-კლასზე მსმენელები გაეცვნენ აქტიური სწავლების თანამედროვე მეთოდებს მათემატიკაში, გაიღრმავეს ცოდნა როგორც საგნის სწავლების მეთოდიკის, ასევე საგნის შინაარსობრივი მიმართულებით იმ საკითხებში, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდების და სხვადასხვა კვლევების შედეგების ანალიზის მიხედვით ყველაზე პრობლემურია მათემატიკის პედაგოგებისთვის. ინტერაქტიული სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფდა მსმენელთა მაქსიმალურ ჩართულობას. მონაწილეებს დაურიგდათ სამუშაო მასალა. მასტერ-კლასების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი ნათია ბჟალავა და კოორდინატორი თინათინ ციცხვაია.