პრაქტიკოსი მასწავლებლის საგამოცდო ტრენინგები

11 ივნისს დასრულდა პრაქტიკოსი მასწავლებლის საგამოცდო ტრენინგების პირველი ეტაპი, რომელსაც ბათუმის მასწავლებლის სახლში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს. მონაწილეები გაეცვნენ მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები: პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გოროგოშიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქიმიაში - ტრენ, ნ. კობახიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის. ბიოლოგიაში - ტრენ, ხ. ტოტოჩავა; პროფესიული უნარები - ტრენ. ნ. ფხალაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში - ტრენ, დ. აბურჯანია; ინტეგრირებული ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) პედაგოგებისათვის - ტრენ. ნ. მალაზონია/მ.სალაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გეოგრაფიაში - ტრენ, ლ.რევიშვილი; ინტეგრირებული ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) პედაგოგებისათვის - ტრენ. ნ. ვაშალომიძე/დ. თურმანიძე. ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები. ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.