მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგები. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპზე (16-18 ივნისი და 23-25 ივნისი) დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: ბათუმი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) - ტრენ. ა. ლორია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ბუნებისმეტყველებაში - ტრენ. თ. თალაკვაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფიზიკაში - ტრენ. ქ. ბასილაძე. ქედა: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. ნ. მალაზონია/ მ. სალაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII – XII კლ.) - ტრენ. თ. კუჭავა; პროფესიული უნარები - ტრენ. ლ. თავდგირიძე. შუახევი: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. ლ. წულუკიძე/ ნ. ვაშალომიძე; პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გორგოშიძე. ხულო: პროფესიული უნარები - ტრენ. თ. კვარაცხელია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII – XII კლ.) - ტრენ. რ. ნაკაიძე. ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.