საგამოცდო ტრენინგები პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

2017 წლის 23 ივნისს დასრულდა პრაქტიკოსი მასწავლებლის საგამოცდო ტრენინგების მეორე ეტაპი. ტრენინგების ბოლო დღეს ბათუმის მასწავლებლის სახლის კომპიუტერულ კლასში გამოცდის რეპეტიცია მოეწყო. მსმენელები გაეცვნენ მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. მათ კომპიუტერთან შეასრულეს გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალება. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ბათუმი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII) - ტრენ. ა. ლორია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ბუნებისმეტყველებაში - ტრენ. თ. თალაკვაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფიზიკაში - ტრენ. ქ. ბასილაძე. ქედა: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. ნ. მალაზონია/ მ. სალაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII – XII კლ.) - ტრენ. თ. კუჭავა; პროფესიული უნარები - ტრენ. ლ. თავდგირიძე. შუახევი: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი - ტრენ. ლ. წულუკიძე/ ნ. ვაშალომიძე; პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გორგოშიძე. ხულო: პროფესიული უნარები - ტრენ. თ. კვარაცხელია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII – XII კლ.) - ტრენ. რ. ნაკაიძე. ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები. ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.