საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგები მასწავლებლებისათვის

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგებს პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდის, პროფესიული უნარების დადასტურების გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტების სტრუქტურას. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპზე დაგეგმილია შემდეგი ტრენინგები: ბათუმი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ისტორიაში; ტრენ, კ.ჩაკვეტაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გეოგრაფიაში - ტრენ. ლ.რევიშვილი; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში; ტრენ, დ. აბურჯანია; პროფესიული უნარები - ტრენ. თ. კვარაცხელია; პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გორგოშიძე; პროფესიული უნარები - ტრენ. ლ. თავდგირიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის მუსიკაში - ტრენ. ლ.კონცელიძე. ქობულეთი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სპორტში; ტრენ, გ. კერესელიძე. ქედა: პროფესიული უნარები - ტრენ. მ. გორგოშიძე. შუახევი: პროფესიული უნარები - ტრენ. ნ. ფხალაძე. ხულო: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში - VII-XII) - ტრენ. მ. აბაშიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში; ტრენ, დ. აბურჯანია. ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.