საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები სრულდება

ბათუმის მასწავლებლის სახლში სრულდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემული საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტრენინგები. ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. ამ ეტაპზე (20-23 ივლისი) ბათუმის მასწავლებლის სახლში მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგები: - ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის მუსიკაში - ტრენ. ლალი კონცელიძე; - ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ხელოვნებაში - ტრენ. ხათუნა ლომაძე; - ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სპორტში - ტრენ. გივი კერესელიძე. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ასევე ისინი კომპიუტერთან შეასრულებენ გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალებას. ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებენ: მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.