ინკლუზიური განათლების ტრენინგი სკოლის ადმინისტრაციისათვის

2017 წლის 6-8 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის“. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ინკლუზიური განათლების მიმართულების ტრენერი - ინგა ზარანდია.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ინკლუზიური განათლების არსი; სკოლის მართვის პროცესში ინკლუზიური ღირებულებების არსებობის მნიშვნელობა; სკოლაში ინკლუზიური განათლების პროცესის მიმდინარეობის შეფასების მექანიზმები; ინკლუზიური განათლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის სკოლის, რესურს ცენტრის და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობის მექანიზმების მნიშვნელობა; სკოლის მართვის პროცესში გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა და მასწავლებლების და/ან სპეციალური მასწავლებლების მოტივირება ყველა მოსწავლესთან, მათ შორის სსსმ და შშმ პირებთან მუშაობის პროცესში.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის წევრები: დირექტორი, მოადგილე. ტრენინგს ასევე ესწრებოდა ბათუმის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომელი.

ტრენინგ-მოდული: „ინკლუზიური განათლება სკოლის ადმინისტრაციისა და რესურს ცენტრები თანამშრომლებისათვის“ ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის (დირექტორი, მოადგილე) და რესურს ცენტრების თანამშრომლებისათვის. ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ირმა მახარაძე და მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.