ხელვაჩაურის პედაგოგთა მესამე მუნიციპალური კონფერენცია

2017 წლის 22 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სოფელ სალიბაურის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის რესურს ცენტრის მიერ ორგანიზებული მეორე მუნიციპალური კონფერენცია “ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“.
კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ. მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. 
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: განათლების დაწყებითი საფეხური, ბიოლოგია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია.
სექციური მუშაობა ორი მიმართულებით წარიმართა.
ჰუმანიტარული სექციაში (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, განათლების დაწყებითი საფეხური) წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება. ხოლო საბუნებისმეტყველო/ტექნიკური მიმართულების სექციაში (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) წარმოდგენილი იყო 9 მოხსენება.
კონფერენციას მოწვეული ექსპერტის სტატუსით ესწრებოდნენ და წარმოდგენილი მოხსენებების განხილვაში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო მალაზონია (განათლების დაწყებითი საფეხური), ქეთევან ბასილაძე (ფიზიკა), ნათია თავდგირიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ნიკოლოზ იმედაიშვილი (ისტორია), რუსუდან წულუკიძე(ბიოლოგია). წარმოდგენილი მოხსნებების უმრავლესობას საინტერესო დისკუსია მოყვა და კარგი შეფასებები დაიმსახურა.