შიდა შეფასების ჯგუფის ტრენინგები დასრულდა

10-11 თებერვალს ბათუმის მასწავლებლის სახლში დასრულდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგები  საჯარო და კერძო სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებისათვის.
ტრენინგ-მოდული „საგაკვეთილო დაკვირვება“ სრულად გაიარეს ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სქემაში ჩართული სკოლების შეფასების ჯგუფის წევრებმა. 
ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნათია თავდგირიძე, ნინო ვაშალომიძე, ხათუნა ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ იმედაიშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე, ია კუპრაძე, გურამ პაქსაძე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ საგაკვეთილო დაკვირვების მიზნებს, მათი წარმართვის ძირითად პრინციპებს და შეფასების ჯგუფის როლს ამ პროცესებში; გააცნობიერებეს განმავითარებელი უკუკავშირის მნიშვნელობას და ის ძირითადი წესები, რაც უნდა დაიცვას როგორც უკუკავშირის გამცემმა, ასევე მიმღებმა, რათა შეძლოს განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის გაცემა.
ტრენინგზე ასევე გაეცვნენ გაკვეთილის გეგმის ძირითად კომპონენტებს; რის შემდეგაც ისინი შეძლებენ თემატური და გაკვეთილის გეგმების შეფასებას; შეძლებენ საგაკვეთილო დაკვირვების მთელი პროცესის შეფასებას შეფასების სქემებზე დაყრდნობით და კოლეგისთვის განმავითარებელი კომენტარების გაცემას.
ბათუმის მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგების განხორცილებას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლების შშჯ წევრთა ტრენინგებს კოორდინირებას უწევდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - გიული მიქელაძე. ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებდა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.