სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები ქობულეთსა და ქედაში

2018 წლის 10-11 და 17-18 თებერვალს ქობულეთში დაიგეგმა სკოლის საქმისმწარმოებელთა ოთხდღიანი ტრენინგი, რომელსაც ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმი მასწავლებლის სახლი სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

10-11 და 17-18 თებერვალს სკოლების ადმინისტრაციის თხოვნით იგივე ტრენინგს ქედის საჯარო სკოლის დირექტორებიც გაივლიან. ტრენინგის მსმენელები მოისმენენ სამი მოდულს: 1. „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.) განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. 2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. 3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.

ტრენინგები მიმდინარეობს ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში და დაბა ქედის საჯარო სკოლაში. მსმენელები უზრუნველყოფილი არიან საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი სერტიფიკატს მიღებენ.

ტრენინგს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლიკა მკურნალიძე (ქობულეთი) და მარიზა აბაშიძე (ქედა). ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.