აჭარის განათლების ფონდს ტარიელ ებრალიძე უხელმძღვანელებს

ფონდის თანამშრომლებს ახალი დირექტორი დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ირაკლი თავბერიძემ წარუდგინეს. 
ტარიელ ებრალიძე 2013-2017 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
პროფესიით ისტორიკოსი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი 1995-2010 წლეებში იყო გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალისა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, 
2003 წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებელი, 2011-2013 წლებში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 
2009 წლიდან დღემდე ხიჭაურის წმ.ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომელი, სრული პროფესორი.