სამუშაო შეხვედრა განათლების ფონდის მოადგილეებთან

დღეს აჭარის განათლების ფონდის ახალმა დირექტორმა ტარიელ ებრალიძემ ფონდის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორს სამი მოადგილე ყავს: -ლალი ლომთათიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა -რუსუდან ქავთარაძე - უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა - ვალერი ბერაძე - ადმინისტრაციის მიმართულება შეხვედრაზე განიხილეს განათლების ფონდის სტრუქტურა, მიმართულებების მიზნები და გეგმები. ტარიელ ებრალიძემ მოისმინა სამივე მოადგილის გაცნობითი ანგარიში და მათი საქმიანობის ყოველმხრივი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.