საგნობრივი ვორქშოფები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლი კვლავ აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს/ვორქშოფებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 
სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. ვორქშოფის პროცესში მისი მონაწილები შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. სამუშაო შეხვედრებში ჩართულია  გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 
2017 წელს სქემაში შეტანილი ცვლილებების თანახმად პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, დაემატა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.
შესაბამისი რეფლექსიის საფუძველზე კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელი  მიიღებს 0,5 კრედიტქულას.
ვორქშოფებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ამ ეტაპზე, 24 მარტს ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ისტორიის მასწავლებლებთან:  „XX საუკუნის ისტორიის სწავლება VIII კლასში“. სამოდელო გაკვეთილი:„ტოტალიტარიზმი, როგორც მსოფლიო ისტორიული მოვლენა“; ტრენერი - პირიმზე რურუა. 31 მარტს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა: ბუნებისმეტყველებაში: “სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ,,მზის სისტემა’’; ტრენერი თამილა თალაკვაძე;  ხელოვნებაში:  სამოდელო გაკვეთილი: “XX ს-ის
ხელოვნება - მხატვრული მიმდინარეობა ფოვიზმი”; ტრენერი ხათუნა ლომაძე და მათემატიკაში: „ბრტყელი ფიგურის ფართობი“ სამოდელო გაკვეთილი - „ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოსათვლელი არასტანდარტული ალგორითმები“. X კლასი ტრენერი - ეკატერინე თურმანიძე.
აგრეთვე 31 მარტს ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ფიზიკის მასწავლებლებისათვის: ,,თერმოდინამიკის ამოცანების ამოხსნა
გრაფიკების გამოყენებით“; ტრენერი ქეთევან ბასილაძე. ხოლო დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ჩატარდა ვორქშოფი დაწყებითი განათლების პედაგოგებისათვის: „სამოდელო გაკვეთილი თემაზე:„ვახტანგ გორგასლის საქართველო“. IV კლასი“; ტრენერი ნინო ვაშალომიძე.
ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი კოორდინატორები: თინათინ ციცხვაია, ირმა მახარაძე და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი ნათია ბჟალავა.
2018 წლის აპრილიდან ბათუმის მასწავლებლის სახლში აჭარის პედაგოგებისათვის იგეგმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა და შვეიცარიელი ექსპერტის ირმა მგელაძის მასტერ კლასები.