სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები შუახევის მუნიციპალიტეტში

2018 წლის 14-15 და 21-22 აპრილს დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლაში  დაიგეგმა შუახევის  საჯარო და კერძო სკოლების საქმისმწარმოებელთა ოთხდღიანი ტრენინგი.
სკოლების ადმინისტრაციის თხოვნით იგივე ტრენინგს  შუახევის საჯარო სკოლის დირექტორებიც მოისმენენ.
ტრენინგის მსმენელები გაივლიან სამ მოდულს: 
1. „სკოლის საქმისწარმოება, კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება“. (8 სთ.) განსახილველი საკითხები: სკოლაში წარმოებულ კორესონდენციის სახეები; კორესპონდენციის წარმოების წესი; შრომითი ხელშეკრულებების რეკვიზიტები; მისი გაფორმებისა და შეწყვეტის წესი; სკოლაში არსებული კორესპონდენციის დაარქივების წესი. 
2. „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები. 
3. „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) განსახილველი საკითხები: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
მსმენელები უზრუნველყოფილი არიან საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. 
სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსის წარმატებით გავლის შემდეგ  მსმენელები ტრენინგების გავლის დამადასტურებელ ცნობას მიიღებენ.
ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე (სკოლის დირექტორები) და ლიკა მკურნალიძე (სკოლის საქმისმწარმოებლები). 
2018 წლის 15 აპრილს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგების მიმდინარეობას  გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.