შეხვედრა ხულოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსთან

განათლების სისტემის რეფორმირებისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პედაგოგების უწყვეტი პროფესიული გავნითარება. ამ მიზნით ტრენინგების გარდა ტარდება სხვა აქტივობები, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციების ორგანიზება. 
სიახლეების გაცნობისა და განხილვის მიზნით 2018 წლის 20 აპრილს ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდს ეწვია ხულოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი - ედურად მიქელაძე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილებდნენ: ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და კოორდინატორი - გიული მიქელაძე.
ხულოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის გადაწყვეტილებით იგეგმება მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია. კონფერენციაზე განხილული იქნება სწავლების დროს გამოყენებული თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რომლებიც მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდას ემსახურება.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ: ტრადიციულად აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი იქნება მუნიციპალური კონფერენციის მხარდამჭერი.
შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი საგნამანათლებლო პროგრამების მიზნობრიობაზე და საჭიროებებზე, გამოთქვეს შენიშვნები და წინადადებები.