სამუშაო შეხვედრა განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებთან

2018 წლის 20 აპრილს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა ადმინისტრაციის შეხვედრა განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერებთან. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, კოორდინატორი - ხატოა ბერიძე და განათლების დაწყებითი საფეხურის ტრენერები - ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე, ნინო მალაზონია, ლეილა წულუკიძე, მზია სალაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად გადმოსცემს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს  პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი ტრენინგების მოდულებსა და საგნობრივ გამოცდაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან დარეგისტრირებულთა ელექტრონული ბაზას.  სამწუხაროდ, ეროვნულ ცენტრს  არ არის სარეგისტრაციო ბმული ტრენინგისათვის: "ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება" (I-IV კლ.). ეს არის ინტეგრირებული გამოცდა განათლების დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მასწავლებლებისათვის. თუმცა  ამ ტრენინგით დაინტერესებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.
2017 წელს აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციისა და ტრენერების  ძალისხმევით  შეიქმნა ინტეგრირებული საგამოცდო ტრენინგ-მოდული დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მასწავლებელთათვის. მოდული არის წარმოდგენილი სრული პაკეტით: ტრენერის მასალები, მსმენელის მასალები, პრეზენტაციები. 
შეხვედრის მონაწილეებმა  შეაჯამეს 2017 წლის შედეგები და განიხილეს დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოდულის განახლების პერსპექტივა.
ტრენინგის გავლა უფასო იქნება  აჭარის საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.