კომპიუტერული პროგრამების უფასო შემსწავლელი კურსების წარჩინებულ მსმენელთა დაჯილდოვება

2018 წლის 16 თებერვალს, ა(ა) იპ "აჭარის განათლების ფონდში" დაიწყო ახალი მე-13 ეტაპი კომპიუტერული პროგრამების უფასო შემსწავლელი კურსებისა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს უფასოდ დაეუფლოს კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel, Word Art, PowerPoint, და ა.შ.) უნარ-ჩვევებს. აღნიშნული კურსების ხანგრძლივობა მოიცავს ოთხ თვეს.

დღეს ა(ა)იპ "აჭარის განათლების ფონდში"  წარჩინებულ მსმენელებს გადაეცათ კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომელიც მათ გადასცა ორგანიზაციის დირექტორმა -  ტარიელ ებრალიძემ.