მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები გრძელდება

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს, რომელსაც ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ამ ეტაპისათვის  (8.06 - 18.06, 2018 წ.)     დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: 
ბათუმი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ბიოლოგიაში, ტრენ. ნ. ვარდმანიძე; პროფესიული უნარები, ტრენ. თ. კვარაცხელია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში; ტრენ, დ. აბურჯანია; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ისტორიაში; ტრენ, ნ. იმედაიშვილი.
ქობულეთი: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი; ტრენ. ნ. მალაზონია/ ნ.ვაშალომიძე.
ქედა: დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი; ტრენ. დ. თურმანიძე/ მ. სალაძე.
შუახევი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში-I-VI კლ; ტრენ, ე. თურმანიძე; პროფესიული უნარები, ტრენ. მ. გორგოშიძე.
ხულო: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქართულ ენაში-I-VI კლ; ტრენ, რ. ნადარეიშვილი; პროფესიული უნარები, ტრენ. ნ. ფხალაძე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
ქედაში ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს გაესაუბრნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერი - ლევან გორგილაძე.
ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები. 
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.