პრაქტიკოს მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები მუნიციპალიტეტებში

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს პრაქტიკოს მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგებს აჭარის  მუნიციპალიტეტებში.
ამ ეტაპისათვის  (22.06 - 27.06, 2018 წ.)     დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: 
ქედა: 
პროფესიული უნარები, ტრენ. ნ. ფხალაძე.
შუახევი: 
დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი; ტრენ. ნ. მალაზონია/ მ. სალაძე; პროფესიული უნარები, ტრენ. თ. კვარაცხელია.
ხულო: 
პროფესიული უნარები, ტრენ. მ. გორგოშიძე; 
დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) ინტეგრირებული ტრენინგი; ტრენ. დ. თურმანიძე/ ნ. ვაშალომიძე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.