მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები გრძელდება

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს, რომელსაც ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ამ ეტაპისათვის  (3.07. - 6.07. 2018 წ.) დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: 
ბათუმი: 
-პროფესიული უნარები, ტრენ. თ. კვარაცხელია; პროფესიული უნარები, ტრენ. მ. გორგოშიძე;
-დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა (1-4 კლ.) ინტეგრირებული საგამოცდო ტრენინგი; ტრენ. ნ. მალაზონია/ ნ.ვაშალომიძე;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (I-VI კლ.); ტრენ, ე. თურმანიძე;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქართულ ენაში (I-VI კლ.); ტრენ, მ. მენაბდე.
 
ქობულეთი: 
-პროფესიული უნარები, ტრენ. ნ. ფხალაძე.
ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. 
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები.