გრძელდება პრაქტიკოს მასწავლებელთა ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლში კვლავ გრძელდება მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსები. 
ამ ეტაპისათვის  (9.07. - 11.07. 2018 წ.) მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგები: 
-პროფესიული უნარები: 3 ჯგუფი; ტრენ. თამთა კვარაცხელია; ტრენ. მირანდა გორგოშიძე; ტრენ. ლელა თავდგირიძე;
-დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა (1-4 კლ.) ინტეგრირებული საგამოცდო ტრენინგი; ტრენ. ნინო მალაზონია/ ნინო ვაშალომიძე;
-ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის ქართულ ენასა და
ლიტერატურაში (7-12 კლ.); ტრენ. ანა ლორია,
ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. 
ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები.