მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ბათუმის მასწავლებლის სახლი კვლავ აგრძელებს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს გამოცდაზე დარეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის.. ამ ეტაპისათვის (15.07. - 17.07. 2018 წ.) მიმდინარეობს შემდეგი ტრენინგები: -ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ისტორიაში; ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე; -ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გეოგრაფიაში; ტრენერი ლუიზა რევიშვილი; -ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სამოქალაქო განათლებაში; ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი; - ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში; ტრენერი - ნინო ალანია; -ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში; ტრენერი ხათუნა ლომაძე. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგის ბოლო დღეს ისინი კომპიუტერთან შეასრულებენ გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალებას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები.