კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ბათუმის სკოლებში

 
2015 წლიდან დღემდე აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგ- პროგრამას:„ბუნებრივი კატასტროფების რისკის 
შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელიც მოამზადა საერთაშორისო ორგანიზაციამ SAVE THE CHILDREN IN GEORGIA - „გადავარჩინოთ ბავშვები”.
უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ გადამზადებული პედაგოგები მუშაობენ  თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადებენ  სკოლებს "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.
2018 წლის  13-14 და 20-21 ოქტომბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის  მასწავლებლის სახლმა) ქ. ბათუმის ხუთ  საჯარო სკოლაში (N 1, N 6, N 16, N 20, N 25 ) დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (N 1 საჯარო სკოლა), მზია სალაძე (N 6 საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (N 16 საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (N 20 საჯარო სკოლა), ნანა  ვარდმანიძე (N 25 საჯარო სკოლა).
21 ოქტომბერს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოოდინატორი - გიული მიქელაძე.
პედაგოგთა სწავლების პროცესს ასევე აკვირდებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: ფრიდონ ფარსენაძე და გიორგი რუსიეშვილი. ისინი ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს. გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს ჩართულობა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში, კერძოდ მოსწავლე-ახალგაზრდობაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.
ტრენინგების უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.