გრძელდება საგნობრივი ვორქშოფები/სამუშაო შეხვედრები

ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს (საგნობრივ ვორქშოფებს), სადაც წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. ვორქშოფებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ვორქშოფების თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი. 
ვორქშოფის პროცესში მისი მონაწილები შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენენ. 
სამუშაო შეხვედრები ასევე არის მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალში, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება. კოლეგებთან სამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის მასწავლებელს ენიჭება 0,5 კრედიტი. 
ამ ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდა ორი ვორქშოფი.  
ერთი ვორქშოფი ჩატარდა ბათუმის მასწავლებლის სახლში: 
სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი: „XX საუკუნის ისტორიის სწავლება VIII კლასში“. სამოდელო გაკვეთილი: „ტოტალიტარიზმი, როგორც მსოფლიო ისტორიული მოვლენა“, 4 საათი, ტრენერი - პირიმზე რურუა;
ხოლო ერთი ვორქშოფი ჩატარდა ქ. ქობულეთის N1 საჯარო სკოლაში: 
სამუშაო შეხვედრა/ვორქშოპი: “მოსმენის გაკვეთილი უცხო ენაში ”. მე–12 კლასი, 3 საათი, ტრენერი ნინო ალანია;
ბათუმში ვორქშოფის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ვორქშოფების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე. 
სამუშაო შეხვედრები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში განხორციელდება და ეტაპობრივად აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.