კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება ქობულეთის სკოლებში

2018 წლის  17-18 და 24-25 ნოემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის  მასწავლებლის სახლმა) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუთ  საჯარო სკოლაში (ლეღვა, მუხაესტატე, ალამბარი, ნაკაიძეები, ხალა) დაგეგმა  ტრენინგ-კურსი: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება - ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით’’.
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი  საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტერგირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
ტრენინგებს  ატარებდნენ ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი (მუხაესტატეს საჯარო სკოლა), მზია სალაძე (ალამბარის საჯარო სკოლა), ლუიზა რევიშვილი (ნაკაიძეების საჯარო სკოლა), ხათუნა ლორთქიფანიძე (ლეღვას საჯარო სკოლა), ნანა  ვარდმანიძე (ხალას საჯარო სკოლა).
25 ნოემბერს სკოლებში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
პედაგოგთა სწავლების პროცესს ასევე აკვირდებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები: თენგიზ ცისკარაძე და ფრიდონ ფარსენაძე. ისინი ესაუბრნენ სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს. გაუზიარეს მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება,  მისცეს  საჭირო რჩევები ევაკუაციის გეგმებთან და ცეცხლმაქრების პრაქტიკულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრენინგების ერთობლივ მონიტორინგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს ჩართულობა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში, კერძოდ მოსწავლე-ახალგაზრდობაში, კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას.
ტრენინგების უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.