ამერიკელი ექსპერტის რობ დენინის მასტერ კლასი

2018 წლის 1-2 დეკემბერს აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ამერიკელი ექსპერტის რობ დენინის მასტერ კლასი აჭარის სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის:„მოსმენა/ზეპირმეტყველების სწავლება და სახელმძღვანელოს ადაპტაცია სწავლების დაწყებით საფეხურზე“. რობ დენინი იყო ინგლისური ენის მთავარი პარტნიორი/სპეციალისტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ამჟამად ის არის ინგლისური ენის სპეციალისტი/ამერიკელი ექსპერტი. რობ დენინი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო პროექტების განვითარების, კონსულტირებისა და ტრეინინგების საკითხებში, რომლებიც ეხება ინგლისური ენის საგანმანათლებლო პროგრამებს. ის ასევე გახლდათ კოლორადოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრი, ჩართული იყო საგანმანათლებლო კოლეჯის განათლების პროგრამის/კურიკულუმის გაუმჯობესების საკითხებში და მასწავლებელთა გადამზადების პროცესში.

მასტერკლასზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1. მოსმენის და საუბრის უნარების მნიშვნელობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ინგლისური უცხო ენაა. (მოსმენის და საუბრის უნარების მნიშვნელობა მოსწავლეებისთვის). 2. მოსმენა და საუბარი - კავშირი 4 უნართან; 3. ინსტრუქციების მიცემის სტრატეგიები მოსმენის და საუბრის სწავლების პროცესში; 4. მოსმენის და საუბრის მეთოდების მიმოხილვა და საკლასო აქტივობები; 5. თავისუფალი მეტყველება და სიზუსტე; 6. სახელმძღვანელოების ადაპტაციის მნიშვნელობა; 7. სახელმძღვანელოების ადაპტაციის სტრატეგიები.

მსმენელებს თან ქონდათ დაწყებითი კლასების სახელმძღვანელო, რომლის შესახებაც მათ გაუჩნდათ გარკვეული კითხვები თავიანთ კლასზე მორგების პროცესში და რომელიც გამოიყენეს ტექსტის ადაპტირების სტრატეგიების განხილვის პროცესში.

დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.