საქართველოს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენცია

15-16 დეკემბერს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასპინძლობდა საქართველოს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გახსნეს. სტუმრებს ასევე მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე - ირინა აბულაძე და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - მანანა რატიანი.

კონფერენციის - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მიზანი იყო მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, ასევე ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

მოწვეული სტუმრის სტატუსით საქართველოს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნული კონფერენციას დაესწრნენ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ფონდის მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა.

კონფერენციაზე გაიმართა „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის ხელშემწყობი სახელმძღვანელოების, ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული სამტომეულის ქართული თარგმანების პრეზენტაცია. კონფერენციის პირველ დღეს დრო დაეთმო პლენარულ სესიებს, ხოლო მეორე დღეს მუშაობა ხუთ პარალელურ ჯგუფში გაგრძელდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებმა წარმოადგინეს თავიანთ გამოცდილება დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვასთან დაკავშირებით.