აჭარის პედაგოგთა V რეგიონული კონფერენციის საზეიმო გახსნა

2018 წლის 21 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო „სპუტნიკში“ საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“. 
პედაგოგთა V კონფერენციის საზეიმო გახსნაზე მონაწილეებს მისალმნენ: 
- ტარიელ ებრალიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი
- ინგა შამილიშვილი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 
- ბერიკა შუკაკიძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
- სულიკო თებიძე - ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 
- გიორგი თავამაიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- თურან ოგუზხან გონულთაში - ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული 
- მამუკა თურმანიძე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მონაწილეთა წინაშე მოხსენებით - „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა XXI საუკუნეში“ წარსდგა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.
2018 წლის საანგარიშო მოხსენებით - „განვლილი 2018 წელი და ახალი გამოწვევები ბათუმის მასწავლებლის სახლში“ წარსდგა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დარგში ლალი ლომთათიძე. 
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებს ერთ პლენარულ და სექციურ მოხსენებებს 20 მიმართულებით. აბსტრაქტების კონკურსში მონაწილე 170 პედაგოგიდან 108 მონაწილე შეირჩა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში თავიანთი მოხსენებების პრეზენტაციას გააკეთებენ. 
აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები, აჭარის სკოლების პედაგოგები, აგრეთვე სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.