სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა V რეგიონულ კონფერენციაზე

2018 წლის 22-23  დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „სპუტნიკში“ გაიმართა  აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონულ კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციების წარდგენა/განხილვა სექციებში.
მომხსენებლთა კონკურსში მონაწილე 170 პედაგოგიდან კონფერენციაზე 108 მონაწილე შეირჩა.
კონფერენციის სექციური მუშაობა ოთხ სესიად დაიგეგმა და შემდეგი მიმართულებებით წარიმართა:  ქართული ენა და ლიტერატურა, დაწყებითი განათლება, ხელოვნება, სპორტი, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება, უცხოური ენები,  ისტი, მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია,  განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა.
აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტები: მაია ინასარიძე, რუსუდან თედორაძე, ნონა პოპიაშვილი, მაია ბლიაძე, ზაქარია გიუნაშვილი. ისინი პრეზენტაციებით წარსდგნენ V კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და ასევე  უძღვებოდნენ სექციურ მუშაობას. 
აჭარის პედაგოგთა V კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოწვეული სტუმრები, აჭარის სკოლების პედაგოგები, აგრეთვე სკოლების ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები.