მედეგობის შემაჯამებელი ფორუმი

2019 წლის 28 იანვარს სასტუმრო ჰილტონში ორგანიზაციების - „გადავარჩინოთ ბავშვები” „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადემიის“  სახელით გაიმართა პროგრამის - „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მედეგობის შემაჯამებელი ფორუმი.
ფორუმი დაფინანსებული იყო ევროკომისიის  სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების დირექტორატის (ECHO) მიერ.
ფორუმი გახსნა  ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები”-ს რეგიონალურმა მენეჯერმა თეა ცაგარელმა. 
მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა - რუსუდან კახიშვილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ - მამუკა თურმანიძემ. 
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავარი სამმართველოს  წარმომადგენლები - ფრიდონ ფარსენაძე და ზაზა ცეცხლაძე.
2015-2018 წ.წ.  კატასტროფების რისკის შემცირების განათლების კომპონენტის მიმართულებით განვლილი მუშაობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ.
ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის განათლების ფონდის ბუნებრივი კატასტროფების რისკის მიმართულების კოორდინატორი გიული მიქელაძე; ბუნებრივი კატასტროფების რისკის მიმართულების ტრენერები: ლუიზა რევიშვილი, ნანა ვარდმანიძე, ნინო ტავლალაშვილი, მზია სალაძე, თამარ გოგიშვილი, ხათუნა ლორთქიფანიძე.
ტრენერებმა ფორუმის მონაწილეებს თავიანთი მოსაზრებები და  გამოცდილება გაუზიარეს.