ქვემო სილეზიის სეიმის დელეგაციის ვიზიტი

2019 წლის 2 თებერვალს აჭარის განათლების ფონდს/ბათუმის მასწავლებლის სახლს ეწვიენ სტუმრები პოლონეთიდან - ქვემო სილეზიის სეიმის 9-კაციანი დელეგაცია. სტუმრებს დახვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - ტარიელ ებრალიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე
დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს კულტურისა და განათლების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. 
ორ რეგიონს შორის განათლებისა და კულტურის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ქვემო სილეზიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობისათვის. 
მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს განათლების ფონდის ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო პროგრამები. სტუმრები ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქართულის როგორც მეორე ენის კურსის მსმენელებსა და შშმ პირთათვის კომპიუტერული კურსების მსმენელებს.
შეხვედრაზე გადაწყდა 2019 წლის აპრილში განათლების მიმართულებით ახალი პროგრამა განხორციელდეს. კერძოდ,  სოციალური მიმართულების საგანთა (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) მასწავლებელების ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი ქ. ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში.